Latest news
საჩუქრები ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველთვის ამართლებს 19 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება როდემდე გასტანს წვიმიანი ამინდი საბერძნეთში საბერძნეთი: 23 აპრილს გიორგობა აღინიშნება მეტეორაზე მანდილების ჩვეულება გააცოცხლეს - იხილეთ მთამსვლელების ფოტოსურათები წმინდა გიორგის კლდიდან როგორ გამოიყურებოდა Google-ს ლოგო დედამიწის საერთაშორისო დღისთვის მეგობრებს შორის ატეხილი ჩხუბის შედეგად 19 წლის გოგონა ყელისა და თავის არეში მძიმე დაზიანებებით გადაი... ირაკლიო: ელევთერია იაკუმაკი გარდაცვლილი იპოვეს 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა ხუთშაბათიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

პროდუქტები, რომლებიც პირველი ჯგუფის სისხლის მქონეთა ორგანიზმს იდეალურად ესადაგება

პროდუქტები, რომლებიც პირველი ჯგუფის სისხლის მქონეთა ორგანიზმს იდეალურად ესადაგება

მართებულად არჩეული პროდუქტები ორგანიზმზე მოქმედებს წამალივით, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორად შერჩეული პროდუქტითა და შესაბამისი ფიზიკური აქტივობით ზედმეტ წონასაც გაუმკლავდებით და ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ.

პირველი ჯგუფის სისხლის მქონეთ სხვებზე ხშირად აწუხებთ სხვადასხვა ორგანოს ანთება, ართრიტი, ალერგია და კუჭის წყლულიც კი, მომატებული მჟავიანობის გამო.

უნდა მიირთვათ პირველ რიგში ხორცი – საქონლის, ცხვრის ხორცი და ღვიძლი, ნაკლებად – ღორის ხორცი. ასევე აუცილებელია თევზი და ზღვის პროდუქტები. რაც მეტია რაციონში ხილი და ბოსტნეული, ოღონდაც არა მჟავე, მით უკეთესია. სასარგებლოა ანანასიც.

პური მხოლოდ ჭვავის და ისიც შეზღუდული რაოდენობით.

სასმელებიდან უმჯობესია მწვანე ჩაი და რაიმე მცენარეული ჩაი, მაგალითად, მოცვის, პიტნის. ჩაის ნაცვლად შეიძლებამიიღოთ გაზგასული მინერალური წყალი.

ვიტამინებიდან ყველაზე სასარგებლოა B და K ჯგუფის ვიტამინები. 

არ უნდა მიირთვათ ბევრი ბურღულეული, განსაკუთრებით შვრია. ეს ეხება ხორბლის პურსაც. თუმცა ეს შეზღუდვა არ ეხება წიწიბურას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *