Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

კრიტი: 47 წლის ქალი უკვალოდ გაუჩინარდა- მიმდინარეობს ძიება

ირაკლიოში , არხანონ ასტერუსიონის  მუნიციპალიტეტში, გუშინ შუადღისას 47 წლის ქალი გაურკვეველ ვითარებაში უკვალოდ  გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით,   ქალი მეუღლესთან და 12 წლის ქალიშვილთან ერთად  დაახლოებით 16:30 საათზე  ახლომდებარე სანაპიროზე  ლოკოკინების შესაგროვებლად  წავიდა და ამ დროიდან მისი  კვალი იკარგება.

მისი გაუჩინარების შესახებ  ოფიციალურად გამთენიისას განაცხადეს, თუმცა  პირველივე საათებიდან ადგილობრივ პოლიციას სიტყვიერად აცნობეს მომხდარის შესახებ.

პოლიციის ქვედანაყოფები და სახანძრო სამსახური ამ დრომდე აწარმოებენ სამძებრო- საძიებო ოპერაციას.

ჯერჯერობით არ ვრცელდება დეტალური  ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა ვითარებაში  მოხდა აღნიშნული პიროვნების გაუჩინარება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *