Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

იტალია: ვენეციის მთავარ არხში მოულოდნელად წყალი მწვანედ შეიღება

ვენეციის პოლიცია იძიებს ფლუორესცენტული მწვანე სითხის წყაროს, რომელიც კვირას გამოჩნდა ქალაქის დიდ არხში.

სავარაუდოდ, ეს გამოწვეული იყო კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მებრძოლი  მომიტინგეების მიერ, რომლებმაც ერთი კვირის წინ  რომში მსგავსი ქმედება განახორციელეს და  ტრევის შადრევანში  შავი სითხე ჩაასხეს.

წყლის უჩვეულო მწვანე ფერი პირველად მაცხოვრებლებმა შენიშნეს და მალე გახდა… ტურისტული სანახაობის ეპიცენტრი.

სახანძრო განყოფილებამ აიღო შეღებილი წყლიდან  ნიმუშები იმის დასადგენად, იყო თუ არა ის ტოქსიკური.

თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავარი  არხი მწვანედ შეიღება, წერს იტალიური პრესა.

1968 წელს არგენტინელმა მხატვარმა ნიკოლას გარსია ურიბურუმ 34-ე ბიენალეზე წყალი მწვანედ შეღება ფლუორესცენტული საღებავით, რითიც მან  გააპროტესტა ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული ბუნებრივი  კატასტროფების საფრთხე და შეეცადა ამ ფორმით ხელი შეეწყო საზოგადოებაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისთვის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *