Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პოლიციამ 17 წლის ბიჭი ავტობუსის მძღოლზე თავდასხმის გამო დააკავა

პოლიციამ 17 წლის ბიჭი ავტობუსის მძღოლზე თავდასხმის გამო დააკავა

17 წლის ახალგაზრდა პოლიციამ განყოფილებაში შესული საჩივრის შემდეგ დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ბიჭი 91Χ ხაზის ავტობუსის მძღოლს დაესხა თავს.

28 აპრილს, შუადღეს ავტობუსის მძღოლს, რომელიც ლაგადაში გადაადგილდებოდა, თავს ახალგაზრდა დაესხა.

გავრცელებული ინფორამციის თანახმად პოლიციაში ზარი შუადღის 2 საათზე შევიდა. ჩხუბი მ.ალექსანდრუს ქუჩაზე ავტობუსის მძღოლსა და რამდენიმე ახალგაზრდას შორის ატყდა. 91X ავტობუსის მძღოლს ახალგაზრდამ, უფრო კონკრეტულად კი მოსწავლემ სახისა და თავის არეში მუშტი ჩაარტყა.

როგორც პრესისთვის ცნობილია ახალგაზრდა მგზავრი უკმაყოფილო იყო ავტობუსის დაბალი სიჩქარით გადაადგილების გამო და მძღოლს ჰკითხა “ასე ნელა აპირებ სიარულს?” მძღოლმა კი უპასუხა “თუ არ მოგწონს, შეგიძლია ჩახვიდე.” სწორედ ეს გახდა თავდასხმის მიზეზი.

ავტობუსის მძღოლი წარბის არეშია დაშავებული და გადაყვანილია საავადმყოფოში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *