Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

მაღალი ტემპერატურა გაზაფხულის ბოლო თვის დამახასიათებელ ნიშანთვისებად იქცა

მაღალი ტემპერატურა გაზაფხულის ბოლო თვის დამახასიათებელ ნიშანთვისებად იქცა

2025 წელს მაისის თვე ჯიუტად ამახსოვრებს საბერძნეთის მოსახლეობას თავს მაღალი ტემპერატურით. ამინდის უეცარმა ცვლილებამ ზამთრის სუსხიდან უეცარ 29-30 გრადუსზე შუალედის გარეშე გადასვლით უამრავი ვირუსის გამოღვიძება გამოიწვია, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას მაინც უწევს არსებულ ატმოსფერულ ცვლილებაზე მორგება.

მაღალი ტემპერატურითა და ატმოსფეროში დაგროვილი დიდი რაოდენობის აფრიკული მტვერით დაიწყო კვირა და აღნიშნული ამინდის ფენომენი პარასკევამდე, 9 მაისამდე გასტანს.

ატმოსფეროში საჰარადან წამოყებული მტვერი გამოიწვევს ადგილობრივ წვიმებს, რომლებიც ძირითადად ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში იჩენენ თავს.

ტემპერატურა მაკედონიასა და თრაკიში 29 გრადუსამდე მოიმატებს, 29 გრადუსს აჩვენებს ბარომეტრი თესალიასა და ჩრდილო და აღოსავლეთ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე. იონიის ზღვის კუნძლებზე ტემპერატრუა 25 გრადუსამდე გაიზრდება, ხოლო კუნძულ კრეტაზე კი 32 გრადუსსაც მიაღწევს.

დაუბერავენ 2-4 ბოფორი სიმძლავრის ქარები.

რაც შეეხება დედაქალაქს, ათენში ტემპერატურა 19-დან 29 გრადუსამდე იმერყევებს, დაუბერავენ 2-4 ბოფორის ქარები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *