Latest news
ადვოკატი ნანა აბულაძე – Lawyer Nana Abuladze ასტიპალეაში წყლის დეფიციტის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული დღეს ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს ვინ იყო წმინდა ირინე, რომლის სახელობის დღეც საბერძნეთში დღეს აღინიშნება მაკედონიის აეროპორტში Ryanair-ის ბაზის დაკეტვა იგეგმება მაფიოზური ქოლცენტრები, რომლებიც ბერძნებსა და ევროპელებს ძარცვავენ არ ვიცოდით რომ შშმ პირი იყო - აცხადებს 25 წლის ბიჭის დედა, რომელიც 17 წლის აუტიზმის მქონე ბიჭს ფიზიკ... ვინ არის კურიერი, რომელიც გამვლელებს ქვებს ესროდა 5 მაისიდან ტემპერატურის რადიკალური მატებაა მოსალოდნელი როდის აღინიშნება დედის დღე საბერძნეთში
ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

დღეიდან სახელმწიფო დაზღვევის მქონე პაციენტები კერძო კლინიკებში უფასოდ შეძლებენ დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციების გაკეთებას

დღეიდან სახელმწიფო დაზღვევის მქონე პაციენტები კერძო კლინიკებში უფასოდ შეძლებენ დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციების გაკეთებას

ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს შეამსუბუქოს თვალუწვდენელი რიგები ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად სახელმწიფო საავადმყოფოებში თამაშში კერძო კლინიკების ჩართვით, რომლებში რეგისტრაციის გავლის შემდგომაც პაციენტების ქირურგიულ ოპერაციებს ეროვნული განვითარების ფონდი დააფინანსებს.

ჯანდაცვის ეროვნული სისტემის ელექტრონულ გვერდზე უფასო ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად პროგრამა დღეიდან ჩაეშვა. ჯამში ეროვნული განვითარების ფონდი 37 500 ოპერაციას დააფინანსებს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც კრიტიკული გახდა იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც წლებიც კი ელოდებიან დაგეგმილ ოპერაციებს სახელმწიფო საავადმყოფოებში არასაკმარისი სამედიცინო პერსონალის გამო.

პაციენტების ინფორმირება შეტყობინების sms-ის გამოყენებით მოხდება და ოპერაციები დაიგეგმება იმის მიხედვით, თუ ვინ დგას უკვე თვეებია რიგში. გავრცელებული ინფორამციის თანახმად პირველი პაციენტები ვინც შეტყობინებებს მიიღებენ, არიან ისინი, ვინც რიგში 4 თვეზე მეტია დგანან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *