Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთიUncategorized

ავტომანქანა 40 წლის კურიერს შეეჯახა და ადგილიდან მიიმალა

ავტომანქანა 40 წლის კურიერს შეეჯახა და ადგილიდან მიიმალა

კვირას ღამით ვოლოსში, კერძოდ იანნი დიმუსა და კიპრუს ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგადაც 40 წლის კურიერი დაშავდა.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კურიერი კიპრუს ქუჩაზე მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, როცა ავტომანქანამ საგზაო უპირატესობის წესი დაარღვია და მოტოციკლეტისტს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად კურიერი ადგილიდან მოწყდა და ასფალტზე დაენარცხა. ვარდნის შედეგად კი მძიმედ დაშავდა.

იმის ნაცვლად რომ მძღოლს ავტომანქანა შეეჩერებინა და დაშავებულს დახმარებოდა სიჩქარეს უმატა და ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე გამვლელებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული ვოლოსის საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაიწყო გამოძიება მძღოლის ვინაობის დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *