მეხანძრეებმა ასპროპირღოში გაჩენილი ხანძრის კერის ჩაქრობა შეძლეს
მეხანძრეებმა ასპროპირღოში გაჩენილი ხანძრის კერის ჩაქრობა შეძლეს
ატიკი ოდოსთან ახლოს, ასპროპირღოსში დღეს შუადღეს გაჩენილი ხანძრის კერის ჩაქრობა უკვე შეძლეს მეხანძრეებმა.
ხანძარი ძლიერი ქარის გამო მალევე მოედო დიდ ტერიტორიას და საჭირო გახდა სახანძრო/სამაშველო სამსახურის მყისიერი რეაგირება.
ხანძრის ჩასაქრობად მუშაობდა 45 მეხანძრე 14 სახანძრო მანქანით. მასშტაბური ცეცხლის გამო კერის ჩასაქრობად საჭირო გახდა საჰაერო ძალების დახმარებაც. შესაბამისად ტერიტორიაზე 2 ვერტმფრენი მუშაობდა.
Facebook Comments Box
