Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

დღეს კვირის ყველაზე ცხელი დღეა – საბერძნეთის რესპუბლიკა მოსახლეობისთვის სიცხის ტალღისგან თავდაცვის ინსტრუქციებს გასცემს

დღეს კვირის ყველაზე ცხელი დღეა – საბერძნეთის რესპუბლიკა მოსახლეობისთვის სიცხის ტალღისგან თავდაცვის ინსტრუქციებს გასცემს

საბერძნეთისთვის მაღალი ტემპერატურა და სიცხის ტალღა უცხო არ არის. ყოველი ახალი წლის ზაფხული დროის სვლასთან ერთად უფრო და უფრო მძიმდება. ამჯერადაც ტემპერატურა სეზონისთვის შესაბამისზე გაცილებით მაღალია და ტენიანობის მომატებული დონე ატმოსფეროში ჩვენი ორგანიზმისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მთავარ საფრთხეს სიცხის ტალღის პერიოდში მზის დარტყმა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ საბერძნეთის რესპუბლიკის სამედიცინო დეპარტამენტი გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ დავიცვათ თავი მსგავსი ამინდის ფენომენისგან:

ჩაიცვით შილიფად, მსუბუქი, განიერი, ფერადი ტანსაცმელი. ატარეთ ფართოფარფლებიანი ქუდი და UVA/UVB დამცავი სათვალე.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე — ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას, დალიეთ წყალი ან სხვა ტიპის უალკოჰოლო სასმელი!

დაკავდით ფიზიკური აქტივობით დილას ან საღამოს — ნუ ივარჯიშებთ დღის ცხელ პერიოდში.

სამუშაო და საცხოვრებელ სივრცეში დღისით ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C, ხოლო ღამით — 24°C-ს.

გაითვალისწინეთ, ვენტილატორით გაგრილება შესაძლებელია თუ ოთახში ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ გიხსნით სიცხისგან.

კონდიციონერის და ვინტილატორის გამოყენების შემთხვევაში, დაბალია ოთახში ჰაერის ტენიანობა, ამიტომ ჩამოკიდეთ სველი პირსახოცი ან გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი მოწყობილობები.

დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღეთ გრილი შხაპი.

და ბოლოს! არ დატოვოთ ბავშვები, მძინარე ადამიანები და შინაური ცხოველები დაპარკინგებულ მანქანაში, მაშინაც კი, თუ მინები ჩამოწეულია ან ჩართულია კონდიცირების სისტემა. გაჩერებულ ავტომობილში ტემპერატურამ 10 წუთში, მინიმუმ 11 ცელსიუს გრადუსით შეიძლება მოიმატოს! ნუ ჩააგდებთ სხვების სიცოცხლეს საფრთხეში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *