Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ყველას ჩავცხრილავ – წერდა Facebook პოსტში კაცი, რომლის პოლიციამ დააკავა

ყველას ჩავცხრილავ – წერდა Facebook პოსტში კაცი, რომლის პოლიციამ დააკავა

იარაღის ქარხანა ჰქონდა მოწყობილი სახლში 42 წლის კაცს ხანიადან, რომელმაც პოლიციის მიმართულებით მუქარის პოსტი გამოაქვეყნა Facebook-ზე და სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზიც.

protothema.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პოლიციელებს ჩაცხრილვით ემუქრება იმიტომ, რომ ამას იმსახურებენ. აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ პოლიციამ ბრალდებულის სახლი გაჩხრიკა. ჩხრეკისას ამოღებულ იქნა:

  • 2 დინამიტი
  • 5 ხმალი
  • 107 ნაჯახი
  • 117 დანა
  • 7 ცეცხლსასროლი იარაღი
  • 3 მშვილდი და 51 ისარი
  • 6 ბინოკლი
  • 4 ბიტა
  • ჩასაბერი იარაღი 9 ნემსით
  • დაახლოებით 2 მეტრის სიგრძის შავი შუბი, რომელზეც შავი დანა იყო მიმაგრებული
  • 4 მჭიდი
  • სხვადასხვა კალიბრის 741 ვაზნა
  • 9 სურიკენი
  • 3 დასაკეცი რკინის ჯოხი
  • 2 შურდული
  • 1 ტაბლეტი, 3 კამერა, 1 ფოტოაპარატი, 1 ტელეფონი და მეხსიერების ბარათი
  • 3 კომპიუტერი
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *