Latest news
როდის აღინიშნება დედის დღე საბერძნეთში როდის აღინიშნება საბერძნეთში სულიწმინდობა  ცატრაფილიასი: თოვლისა და ზამთრის სუსხის შემდეგ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მოიმატებს ათენის სასამართლოს თანამშრომლები სასამართლოს შენობაში არასრულყოფილი უსაფრთხოების ზომების გამო ორსაათ... პორტო რაფტი: 36 წლის ქალი მეუღლეს ძალადობაში სდებს ბრალს მეტროს მე-2 ხაზი: ატიკი-პანეპისტიმიოს (Αττική – Πανεπιστήμιο) მონაკვეთი დროზე ადრე დაიკეტება ყოველ მშრომელთა საერთაშორისო დღეს ვდგავარ აქ მათთვის, ვისაც აქ მოსვლა აღარ შეუძლიათ - ვინ არის 80 წლ... რომელი მეტროსადგურები დაიკეტება დღეს და ხვალ დროზე ადრე ამერიკიდან 26 უძველესი არტეფაქტი საბერძნეთში დააბრუნეს პროგრამაზე ტურიზმი ყველასთვის დასარეგისტრირებელი პლატფორმა დღეს იკეტება
ორშაბათი, მაისი 4, 2026
საბერძნეთი

CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი საიდუმლო ვიზიტით საბერძნეთში იმყოფებოდა

გასული კვირის დასაწყისში საბერძნეთს ეწვია აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს(CIA) დირექტორი უილიამ ბერნსი, სადაც ის საკმაოდ  გასაიდუმლოებული ვიზიტის ფარგლებში დაზვერვის ოფიცრებს შეხვდა.

ადგილობრივი მედია იუწყება,  რომ უილიამ ბერსი სამშაბათს იმყოფებოდა ათენში და მეორე დღეს გაურკვეველ ადგილას გაემგზავრა.

ბერნსის ჩასვლა ათენში იყო CIA-ს დირექტორის პირველი ვიზიტი საბერძნეთში ბოლო 11 წლის განმავლობაში და ასახავს, ​​როგორც ბერძნულმა დაზვერვის წყაროებმა  განაცხადეს , საბერძნეთის და აშშ-ის ურთიერთობის  რეალურ განახლებასა და გაძლიერებას, რომელმაც სრულიად  განსხვავებულ დონეს მიაღწია.

იგივე წყაროებმა ბერძნულ პრესასთან განაცხადეს, რომ აშშ-ისთვის საბერძნეთი მნიშვნელოვან პუნქტად იქცა, განსაკუთრებით რუსეთის  უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რადგან ბალკანეთის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში დემოკრატიის დონე, რომელსაც ვაშინგტონი დაეყრდნობა, საკმაოდ დაბალია, აღნიშნეს მათ.

უილიამ ჯოზეფ  ბერნსი – ამერიკელი დიპლომატი და ელჩი, დაინიშნა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად 2021 წლის 19 მარტს.

2011 წლიდან 2014 წლამდე ის იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე. მან აშშ–ს საგარეო სამსახური დატოვა 33–წლიანი დიპლომატიური კარიერის შემდეგ, ხოლო 2014-2021 წლებში იგი მუშაობდა კარნეგის საერთაშორისო ფონდი მშვიდობისთვის – პრეზიდენტად.

ბერნსი მუშაობდა შეერთებული შტატების ელჩად იორდანიაში 1998 წლიდან 2001 წლამდე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში  – 2001 წლიდან 2005 წლამდე, აშშ-ს ელჩად რუსეთის ფედერაციაში – 2005 წლიდან 2008 წლამდე და სახელმწიფო მდივნის მოადგილედ პოლიტიკურ საქმეთა საკითხებში 2008 წლიდან 2011 წლამდე.

ბერნსის ვიზიტი საბერძნეთში კიდევ ერთხელ  ადასტურებს ქვეყნის მნიშვნელოვან როლს ნატოს ალიანსში, რადგან  საბერძნეთმა ასევე შეიძინა  ნატოს სტრატეგიული ქვეყნის როლი, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-სა და ალიანსის ძალების  ურთიერთთანამშრომლობის დასაყრდენი კერა.

გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა მილიონობით დოლარის ინვესტიცია მოახდინა საბერძნეთში სამხედრო მზადყოფნის გაფართოებაში.

თებერვალში, საბერძნეთსა და აშშ-ის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე  მოლაპარაკებების დროს შეერთებულმა შტატებმა ხაზი გაუსვა ალექსანდროპოლის პორტის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელიც გადაიქცა სასიცოცხლო კერად ნატოს თავდაცვითი პოზიციისთვის მის აღმოსავლეთ ფლანგზე და უზრუნველყოფს  ენერგეტიკულ უსაფრთხოებას რეგიონიში.

აშშ-ს ძალების მზარდი რაოდენობა დროებით განლაგებულია საბერძნეთში ან ტრანზიტით მოძრაობს ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც წარმატებით თანამშრომლობენ საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებთან ნატოს ალიანსის მხარდასაჭერად.

„როლი, რომელსაც საბერძნეთი თამაშობს მთელ რეგიონში, როგორც ენერგეტიკული კერა, როგორც ლიდერი კლიმატის საკითხებში, როგორც ლიდერი ასევე ქვეყნების შემდგომი ინტეგრაციისთვის ევროპაში, ქმნის უზარმაზარ  განსხვავებას და ჩვენ მადლობელი ვართ ამისათვის”- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *