არავის მოუკითხავს გოგონა, რომელიც პალეო ფალიროზე დამხრჩვალი იპოვეს
არავის მოუკითხავს გოგონა, რომელიც პალეო ფალიროზე დამხრჩვალი იპოვეს
ამ დრომდე დაუდგენელია 3 წლის გოგონას ვინაობა, რომელიც პალეო ფალიროს სანაპიროზე დამხრჩვალი იპოვეს. გოგონას დაკარგვასთან დაკავშირებით კი განყოფილებაში ისევ არ შესულა ჩვენება.
შეგახსენებთ, რომ კვირას გამთენიისას, პალეო ფალიროს სანაპიროზე 3 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს.
ცხედარი გამთენიის 04:00 საათზე გამვლელმა იპოვა. შეშინებულმა დაუყოვნებლივ 112-ში დარეკა დახმარების სათხოვნელად. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა გოგონასთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო.
ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
ბავშვს დახურული საცურაო კოსტუმი ეცვა და არ ეკეთა სამაშველო რგოლები. სხეულს არ ეტყობა ძალადობის კვალი, თუმცა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელია თუ რატომ აღმოჩნდა გოგონა მარტო სანაპიროზე, რა ვითარებაში გარდაიცვალა და რატომ არ არის განყოფილებაში ბავშვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით განაცხადი შესული.
