Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ახაია: დამწვარია სახლები და კომერციული ფართები

ახაია: დამწვარია სახლები და კომერციული ფართები

ახაიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა როგორც საცხოვრებელი, ასევე კომერციული ფართები. 

ცეცხლი ერიმანთოში, ფლოღერეიკადან დაიწყო და მალევე დიდ ტერიტორიას მოედო ძლიერი ქარების გამო. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ 12 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში 9 ბოფორი სიმძლავრის ქარი ქროდა.

ახაიაში ხანძრის ორი ძირითადი კერა ისომა და პლატანი იყო. 

ისომადან ხანძარმა ალისოსკენ გადაინაცვლა, სადაც 20 წყალმფრქვევი და ვერტმფრენი მუშაობდა. 

პლატანიში კი დასახლებული ტერიტორია გვიან ღამემდე იწვოდა.

უკვე ევაკუირებულია 26 დასახლება. საავადმყოფოში გადაყვანილია 3 ადამიანი სხეულის მძიმე დამწვრობებით. 

ხანძრის გამო გადაკეტილია პატრა-პირღოსის გზა ოვრიასა და კატო ახაიას მონაკვეთი.

ხანძრის კერების ჩასაქრობად მუშაობს 78 მეხანძრე, 27 სახანძრო მანქანით.

სახმელეთო ძალებს ეხმარება საჰაერო ძალებიც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *