Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

მძვინვარე ცეცხლში გამოვიარეთ – წერს დიმიტრის გოცოპულოსი, რომელიც კუნძული ხიოსიდან გუშინ დაბრუნდა

მძვინვარე ცეცხლში გამოვიარეთ – წერს დიმიტრის გოცოპულოსი, რომელიც კუნძული ხიოსიდან გუშინ დაბრუნდა

მძიმე წუთებს გადის კუნძული ხიოსის მოსახლეობა, სადაც ხანძარი ამ დრომდე მძვინვარებს.

ცეცხლი საფრთხეს წარმოადგენს როგორც სატყეო ტერიტორიისთვის ასევე სოფლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. 

ადამიანებს შორის, რომლებიც კუნძულის დატოვებას ცდილობდნენ, აღმოჩნდა მსახიობი დიმიტრის გოცოპულოსიც, რომელმაც სოც.მედიაში გამოაქვეყნა პოსტი კუნძულზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

“გამომდინარე იქიდან რომ უამრავ შეტყობინებას ვიღებ, მინდა საჯაროდ გიპასუხოთ ყველას, რომ კარგად ვარ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ცეცხლის ალში მოგვიწია გავლა, რომ სოფლამდე მივსულიყავით. დაშავდნენ ადამიანები, ზოგიერთი მათგანი წყალში ცდილობდა თავის შეფარებას, დაიწვა სახლები, უძრავი და მოძრავი ქონება, კიდევ ერთი სამოთხე დაკარგა საბერძნეთმა. ჩრდილოეთ ხიოსი თითქმის სრულიად განადგურებულია. სახელმწიფო ორგანოები სრულ ქაოსში არიან, მოხალისეების იმედად ვართ და ამაზე დიდი სირცხვილი არ არსებობს.” 

შეგახსენებთ, რომ მზის ამოსვლისთანავე 5 ვერტმფრენი, 146 მეხანძრე და 31 სახანძრო მანქანა მუშაობს ხანძრის ჩასაქრობად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *