Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

აეროპორტში დაშვებული შეცდომის გამო გარდაცვლილი ირლანდიელი მოქალაქის ცხედარი კვლავ საბერძნეთში დააბრუნეს

გასულ თვეში, საბერძნეთში ყოფნისას გარდაიცვალა ირლანდიის მოქალაქე, რომლის ნეშტიც ირლანდიაში გადასვენების შემდეგ შემთხვევით კვლავ საბერძნეთში დააბრუნეს, მას შემდეგ, რაც აეროპორტის პერსონალს  დაავიწყდა მიცვალებულის კუბოს გადმოტვირთვა თვითმფრინავიდან, იტყობინება ირლანდიური მედია.

მას შემდეგ, რაც ირლანდიის მოქალაქე  გარდაიცვალა,  მისი ნეშტი  გადაასვენეს  თვითმფრინავით საბერძნეთიდან დუბლინში 22 მაისს.

თუმცა, შეცდომის გამო კუბოს თვითმფრინავიდან გადმოტვირთვა დაავიწყდათ.

გარდაცვლილის  ოჯახი ელოდა საყვარელი ადამიანის ნეშთის მიღებას  ბოლო განსასვენებელში გადასაყვანად, თუმცა აეროპორტის ოფიციალურმა პირებმა კუბო ვერსად იპოვეს,რადგან  დაშვებული შეცდომის გამო  თვითმფრიმავში დატოვებული ცხედარი კვლავ საბერძნეთში დააბრუნდა.

ამ შემთხვევამ გარდაცვლილის ოჯახის აღშფოთება და წუხილი გამოიწვია, რომლებსაც სხვა გზა არ ჰქონდათ, გარდა სახლში დაბრუნების და დაკრძალვის ცერემონიის გადადებისა.

Swissport-მა, კომპანიამ, რომელიც პასუხისმგებელია დუბლინის აეროპორტის სახმელეთო სერვისებზე, მოახდინა მიცვალებულის ნეშტის რეპატრიაციის რეორგანიზაცია სხვა ავიაკომპანიის მეშვეობით და  ნეშტი დააბრუნეს ირლანდიაში მეორე დღეს. ირლანდიური მედიის ცნობით, კომპანიამ გარდაცვლილის ოჯახს ოფიციალური ბოდიში მოუხადა და როგორც კომპანიის სპიკერმა განაცხადა,  აღნიშნულ შეცდომაზე შიდა გამოძიება დაიწყო.

ირლანდიური მედიის ცნობით, დუბლინის აეროპორტის ადმინისტრაცია უარის აცხადებს  მომხდარის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *