Latest news
კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ზაკინთოსზე ლეპტოსპიროზის 3 შემთხვევა დაფიქსირდა ენერგეტიკა, მიგრაცია, გეოპოლიტიკა: ევროკავშირის გეგმა ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთიUncategorized

თაღლითები, რომლებიც თავს შშმ პირებად ასაღებენ და მოწყალებას ითხოვენ

თაღლითები, რომლებიც თავს შშმ პირებად ასაღებენ და მოწყალებას ითხოვენ

კიფისიაში, ტელემაუწყებელი Star-ის პირდაპირ ეთერში ინვალიდი ქალი, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, თაღლითი აღმოჩნდა. პირდაპირ ეთერში ქალი ფეხზე წამოდგა და ჟურნალისტს დაესხა თავს.

აღნიშული შემთხვევა კიფისიის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა, როცა ჟურნალისტმა ვანგელის გუმასმა, მის კოლეგებთან ერთად დააფიქსირა, რომ ქალი თავს აჩვენებდა ინვალიდად და ცდილობდა ხალხისთვის მოტყუებით ფულის გამოძალვას. როგორც კი ქალმა ჟურნალისტები დააფიქსირა ჯერ გაქცევა სცადა, ხოლო შემდეგ კი მოტრიალდა და ჟურნალისტს თავში ჩაარტყა ბანერი, რომელზეც ეწერა: “დამეხმარეთ”.

ქალის განრისხება ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვამ: “რატომ ატყუებთ ხალხს?” გამოიწვია და უპასუხა: “ჯანდაბაშიც წასულხარ! მანდ არ მომიყვანო, თორემ ნახავ რაც მოგივა”.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქალს მისი შვილი იქვე მდებარე მაღაზიასთან ჰყავდა დატოვებული ასევე მოწყალების სათხოვნელად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *