Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

ახლა ვხვდები რა ჩავიდინე – აცხადებს კაცი, რომელმაც საკუთარი და დაახრჩო 

ახლა ვხვდები რა ჩავიდინე – აცხადებს კაცი, რომელმაც საკუთარი და დაახრჩო 

ადამიანის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი 50 წლის კაცს, რომელმაც შაბათს შუადღეს საკუთარი და პოლიეთილენის პარკით დაახრჩო.

დღეს დილის 10:00 საათზე ბრალდებული პროკურორთან დაკითხვაზე გადაიყვანეს, სადაც ითხოვა ვადის გახანგრძლივება 24 სექტემბრამდე ჩვენების მისაცემად.

ოთხშაბათამდე დაკავებული დროებით პატიმრობაში დარჩება.

მიუხედავად იმისა, რომ კაცმა ჩვენების მისაცემად დრო ითხოვა, მან დანაშაული უკვე აღიარა. თუმცა სამართალდამცავი ორგანოებისთვის  დანაშაულის მიზეზი უცნობია, რადგან დაკავებულს ახსნა-განმარტება მის ქმედებასთან დაკავშირებით ჯერ მათთვის არ მიუცია.

როგორც უკვე პრესისთვის კარგად ცნობილია კაცმა თავად გამოიძახა პოლიცია და იქვე აღიარა, რომ თავად მოკლა მისი და. 

“ბინდი გადამეკრა, საკუთარი თავი დამაკარგინა.” – განაცხადა დაკავებულმა გამომძიებელთან საუბრისას და იქვე დასძინა, რომ ახლა ხვდება თუ რა ჩაიდინა და რამდენად შემზარავია მომხდარი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *