Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთისამართალი

პანოს რუციმ 8 ოქტომბერს შიმშილობა შეწყვიტა

პანოს რუციმ 8 ოქტომბერს შიმშილობა შეწყვიტა

გულის ამაჩუყებელი იყო პანოს რუცის გამომშვიდობება მის მხარდამჭერებთან, რომელიც პრესამ გუშინ, 8 ოქტომბერს ფირზე აღბეჭდა.

შეგახსენებთ, რომ ტემბის ტრაგედიაში დაღუპული სტუდენტის მამამ გუშინ საღამოს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი მის სანახავად მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ სინდაგმას მოედანზე.

შეხვედრაზე პანოს რუციმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში გვერდით ედგა: “დღეს არის ის ბედნიერი და სამმაგი გამარჯვების დღე, რადგან ერთი ბრძოლა მოვიგეთ. თუმცა ეს არ არის დასასრული. ჩვენსას ბოლომდე გავიტანთ და არ გავჩერდებით. მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. უამრავი მეგობარი შევიძინე სრულიად საბერძნეთის მასშტაბით.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *