Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ლუტრაკი: სატვირთოს მძღოლმა1200 ევროს ღირებულების საწვავი ჩაასხა ავზში და გაიქცა

ლუტრაკში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან 30 წლის მძღოლმა დიდი ზომის სატვირთო ავტომანქანა გააჩერა და თანამშრომელს ავზის  შევსება სთხოვა, რომელმაც 1200 ევროს ღირებულების საწვავი ჩაასხა და გადახდის ქვითარიც  მოჭრა.

თუმცა მამაკაცმა ისე მოაჩვენა, რომ ქვითრებისთვის ფოტოს გადაღება სურდა და სატვირთოში  მობილური ტელეფონის ასაღებად ჩაჯდა, მაგრამ  უცებ მან ავტომობილი დაძრა და სწრაფად გაიქცა!  გაოგნებულმა ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელმა მომხდარის შესახებ სასწრაფოდ შეატყობინა პოლიციას.

პოლიციის ეკიპაჟმა სატვირთო მანქანა მცირე მანძილის გავლისთანავე  შენიშნა,  გააჩერა  და მძღოლს ხელბორკილები დაადო, რომელიც ქურდობის ბრალდებით კორინთის საოლქო პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *