Latest news
საბერძნეთში ძაღლივით მექცევიან, ერთ დღეს მივალ მათ ოფისებში და ყველას დავკბენ - რას წერს პრესას 89 წ... მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება
სამშაბათი, აპრილი 28, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

მამაომ მოხუცებულს თაღლითურად 259 000 ევრო გამოსძალა, რითიც საკუთარ სახლში რემონტი გააკეთა

მამაომ მოხუცებულს თაღლითურად 259 000 ევრო გამოსძალა, რითიც საკუთარ სახლში რემონტი გააკეთა

თაღლითობის მსხვერპლი გახდა 75 წლის კაცი კავალადან, რომელსაც სასულიერო პირმა 259 000 ევროს ოდენობის თანხა გამოსძალა.

ტელემაუწყებელ MEGA-სთან მსხვერპლის ადვოკატმა, სტავროს ღეორღიუმ ისაუბრა:

“სასულიერო პირმა ჩემს კლიენტს უთხრა, რომ იმაზე მეტ მოგებას მისცემდა გაცემული თანხიდან, ვიდრე ნებისმიერი ბანკი, აღნიშნული თანხის ბანკში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში. თუმცა დამნაშავემ თანხა საკუთარი სახლის გასარემონტებლად გამოიყენა.”

ადვოკატისვე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სასულიერო პირმა შეძლო და მოხუცებულს თავი თანაუფლებამოსილ პირად დაამატებინა საბანკო ანგარიშზე და 1 თვის თავზე აღნიშნული თანხა მოხსნა ანგარიშიდან და გაუჩინარდა.

თაღლითობის მსხვერპლი განქორწინებულია და მისი შვილები კავალაში არ ცხოვრობენ. 

როდესაც სასამართლოზე ბრალდებულს ჰკითხეს თუ რატომ მოიქცა ასე, ბრალდებულმა უპასუხა: “შესაძლოა სასულიერო პირი ვარ, მაგრამ ამავდროულად ვარ მამა და მყავს შვილები.”

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გამომდინარე იქიდან, რომ თაღლითობის მსხვერპლს თანხა აღარ დარჩა მომხდარის შემდეგ ამჟამად ის კავალას საეკლესიო მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *