Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
საბერძნეთიUncategorized

ავტოსაგზაო შემთხვევამ 39 წლის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევამ 39 წლის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა

ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 39 წლის კაცმა, რომელიც დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სასიკვდილოდ დაშავდა.

გარდაცვლილი ღრანიცას მაცხოვრებელი იყო, რომელიც მის ძმიშვილთან ერთად ავტომანქანით რაპტოპულოში მიემართებოდა. გამოძიების ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო ლითოხორიუსთან ახლოს მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და 60 მეტრის სიღრმის ხევში გადავარდა.

პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ გოგონამ შეატყობინა, რომელიც ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა. სამწუხაროდ მაშველებმა და სასწრაფო დახმარების ექიმებმა გოგონას ბიძის გადარჩენა ვერ შეძლეს.

39 წლის კაცი დამტვრეული ავტომანქანიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *