Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი: სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს გამო მღვდელს საეკლესიო მსახურების უფლება შეუწყვიტეს

ათენში, საეკლესიო მსახურების უფლება შეუწყვიტეს მღვდელს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ჩანდა, რომ საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობდნენ და საკურთხეველთან იდგნენ  ბიჭებისთვის განკუთვნილ საეკლესიო სამოსში გამოწყობილი გოგონები.

შემთხვევა პლაკას წმინდა ნიკოლაოს რაღავასის ტაძარში მოხდა, სადაც მამა ალექსანდროს კარიოტოღლუ მსახურობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ათენის მთავარეპისკოპოსმა მიიღო გადაწყვეტილება და  მღვდელს აცნობა, რომ საქმის  წმინდა სინოდში განხილვამდე მას მსახურების უფლება შეუჩერდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მამა ალექსანდროს კარიოტოღლუს აქვს მდიდარი სასულიერო გამოცდილება, ის არის ათენის უნივერსიტეტის სასულიერო სკოლის დოქტორი და წიგნების ავტორი.

მოხსენებებში ნათქვამია, რომ ფოტოზე ნაჩვენები, ღვთისმსახურებაში მონაწილე 14 წლის  გოგონები იმ ბავშვებს შორის არიან, რომლებიც ეკლესიაში ყოველ კვირას დადიან, ხოლო მათი მშობლები ტაძრის მრევლს  წარმოადგენენ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *