Latest news
დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი საბერძნეთი: ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლეებზე სასკოლო ექსკურსიების დროს მეტროსადგურის მშენებლობის გამო ექსარხიაზე მოძრაობა 2031 წლამდე შეიზღუდება 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა აღაპიდაკი: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სოც.ქსელების ზომიერად გამოყენება  ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება
კვირა, ოქტომბერი 11, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელ კანონში ცვლილებები შედის

საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელ კანონში ცვლილებები შედის

ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას გეგმავენ პასუხისმგებელი ორგანოები საგზაო მოძრაბის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელ კანონში. ცვლილებათაგან ერთ-ერთი ხანშიშესულთათვის მართვის მოწმობების გადავადების პროცედურის გამკაცრებაა და ამასთანავე იგეგმება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც მოტოციკლეტებისთვის, რათა ტრანსპორტი არ დაიქოქოს მანამ, სანამ მოტოციკლეტისტი ჩაფხუტს არ დაიხურავს.

დღესდღეობით ხანშიშესულ პირთათვის მართვის მოწმობის განახლებისთვის საკმარისია ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნა. აღნიშნული პირები ხშირად ნაცნობი ექიმების დახმარებით ახერხებენ უპრობლემოდ გადაავადონ მართვის მოწმობები.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს პროცესისთვის ელექტრონული მიმართულების მიცემას, სადაც იდიკას დახმარებით წვდომა ექნება პასუხისმგებელ ორგანოებს არამხოლოდ კონკრეტულ სამედიცინიო ცნობაზე, არამედ პაციენტის სრულ ისტორიაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *