Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ლუცა: 29 წლის მძღოლის დედა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის

ლუცა: 29 წლის მძღოლის დედა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის

გამოუსწორებელი შედეგი აღმოაჩნდა მძღოლის შეცდომას, რომელიც გაჩერებულ ავტომანქანას ელვის სისწრაფით შეეჯახა. შეჯახების შედეგად 24 წლის ახალგაზრდა ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მისი 21 წლის პარტნიორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების განცხადების თანახმად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

29 წლის მძღოლის დედა, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია, ბოდიშს უხდის გარდაცვლილისა და დაშავებულების ოჯახის წევრებს და აცხადებს, რომ ამ დრომდე ვერ გამოდის შოკური მდგომარეობიდან. 

“სამწუხაროდ ჩემმა შვილმა გამოიწვია ეს უბედურება. ის კარგად არის, მაგრამ არ არიან კარგად ავარიის შედეგად დაზარალებულები. ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. სხვა ინფორმაციას არ ვფლობ, არ ვიცი რა გითხრათ.. ძალიან ვწუხვარ. ბოდიში, ბოდიშს ვუხდი მთელს ოჯახს. ვერ აღგიწერთ როგორ ცუდად ვართ.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *