თესალონიკი: რაპუნცელის სინდრომის მქონე 14 წლის გოგონას მუცლიდან 700 გრამი თმა ამოუღეს
რაპუნცელის სინდრომით დაავადების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი რამდენიმე დღის წინ თესალონიკის კლინიკაში “აგიო ლუკა.”
ექიმებმა სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაყვანილ 14 წლის გოგონას მუცლიდან 700 გრამი შეჭმული თმის მასა ამოუღეს.
როგორც პრესა იტყობინება, ეს რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რომელიც იდენტიფიცირებულია და ამოღებულია ოპერაციის დროს მსოფლიოში.
“ჰიროფლემა არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მონელებული თმების მასა მათი ჭამის შემდეგ. საერთო პოპულაციაში სიხშირე 0.06%-დან 4%-მდე მერყეობს“, – განმარტავს პედიატრიული ქირურგი და კლინიკა „აგიო ლუკას” პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატერინა რამმატა.
ექიმების აზრით, 14 წლის გოგონა, რომელიც ახლა გამოჯანმრთელდა და ფსიქოლოგების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, სულ მცირე 12 წელი ჭამდა თმას .
გავრცელებული ცნობით ახალგაზრდა გოგონა სახლში ფარდების ძაფებს და ბამბის ტამპონებს ჭამდა ისე, რომ მშობლებმა არაფერი იცოდნენ.
რაპუნცელის სინდრომი ქალებში ცხრაჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში და შემთხვევების 80% ძირითადად მოდის ბავშვებსა და მოზარდებზე.
