Latest news
კრეტა: იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით თავშესაფარში მდგომარეობა კრიტიკულია სანტორინი: უმაღლესი დონის მომსახურება თუ თანამედროვე მონობა კრეტა: მოსწავლეებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა ათენი: 15 არასრულწლოვანი ორ 18 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა სასულიერო პირი ყოფილი პარტნიორის საჩივრის საფუძველზე დააკავეს საბერძნეთი: ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს - სად არის მოსალოდნელი თოვლი საბერძნეთის მოქალაქეები ქვეყნის საზღვრებთან ახლოს მდებარე რეგიონებში დასახლებისთვის 10 000 ევროს დახ... სალონიკი: სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 წლის მოსწავლის წინააღმდეგ, რომელმაც თანაკლასელი სცემა კალითეა: 17 ოქტომბერს ძღოლებისთვის მოძრაობა დროებით შეიზღუდება კიმბერლი გილფოილი: აშშ-ს ელჩის 11 თვიანი და 10 დღიანი მისიის დასასრული
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

ახაია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 16 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

ახაია: ავტოსაგზაო შემთხვევამ 16 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

დღეს გამთენიისას პატრა-ტრიპოლის ეროვნულ გზატკეცილზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 16 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვანი სატრანსპორტო საშუალებას თავად მართავდა, როცა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზის დამცავ ჯებირებს შეეჯახა.

ძლიერი შეჯახების შედეგად არასრულწლოვანი მძიმედ დაშავდა. შემთვევის ადგილზე 2 სახანძრო მანქანა, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. ბიჭი მანქანიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.

საგზაო პოლიცია აწარმოებს გამოძიებას ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *