რუმინეთში გარდაცვლილ 7 ΠΑΟΚ-ის გულშემატკივარს დღეს დაკრძალავენ
რუმინეთში გარდაცვლილ 7 ΠΑΟΚ-ის გულშემატკივარს დღეს დაკრძალავენ
ადამიანების ზღვა აცილებს საფეხბურთო კლუბის ΠΑΟΚ-ის ახალგაზრდა გულშემატკივრებს, რომელთა სიცოცხლეც 27 იანვარს რუმინეთში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.
დღეს, 30 იანვარს 12 საათზე სალონიკში თეოპატორონ იოაკიმისა და ანნის ტაძრიდან და პიერიაში პროფიტი ილიას ტაძრიდან 2 ახალგაზრდა გაასვენეს.
ხვალ, 31 იანვარს კი იმათიაში კიდევ 3 ახალგაზრდას დაკრძალავენ შუადღის 13:00 საათზე.
გუშინ ღამით ΠΑΟΚ-ის გულშემატკივრებმა მათთვის დამახასიათებელი გამოსამშვიდობებელი საღამო მოუწყვეს ახალგაზრდებს. ისინი კლუბის სტადიონზე შეიკრიბნენ და შეძახილებით, ხმაურით და ფერადი კვამლით მიაგეს პატივი გარდაცვლილების ხსოვნას.
Facebook Comments Box
