Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

სანტორინი: 25 წლის ქალი არასრულწლოვან შვილს მათხოვრობას აიძულებდა

პოლიციამ დააკავა 25 წლის უცხოელი ქალი, რომელიც თავის არასრულწლოვან შვილს კუნძულ სანტორინზე მათხოვრობას აიძულებდა.

ბავშვი ხალხმრავალ ქუჩაზე,  მოძრავ მანქანებს შორის მიმოდიოდა, მოწყალებას ითხოვდა და ქმნიდა ავარიის საფრთხეს.

ბავშვი პოლიციის ოფიცრებმა შენიშნეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

დამნაშავე დედა  ორშაბათს ღამით დააკავეს, როდესაც გაირკვა, რომ იგი შვილს ექსპლუატაციას უწევდა, იწვევდა რა მისი საშუალებით ტურისტების თანაგრძნობას, რათა მისთვის თანხა მიეცათ.

დაკითხვისას მან ყალბი პირადობის მოწმობა წარადგინა.

25 წლის ქალს საკუთრებაში აღმოჩენილი თანხა ჩამოერთვა და მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე ადამიანებით ვაჭრობის, არასრულწლოვანთა საფრთხის ქვეშ დაყენების და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, რითიც იგი ნაქსოს საოლქო პროკურატურაში გადაიყვანეს .

პარალელურად სამშაბათს, შუადღისას პირგოსში დააკავეს ბერძენი ქალი, რომელიც ასევე  ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით საფრთხეს უქმნიდა 13, 9 და 8 წლის სამი არასრულწლოვანი ბავშვის სიცოცხლეს, რომლებიც პოლიციამ ქუჩაზე მოძრავ მანქანებს შორის გადაადგილებისას დააფიქსირა.

“მოსიყვარულე” დედა პირგოს პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ასევე მათხოვრობისა და არასრულწლოვანთა სიცოცხლის  საფრთხის წინაშე დაყენების ბრალდება წაუყენეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *