სამუდამო პატიმრობა და 13 წელი მიესაჯა 39 წლის კაცს, რომელმაც 11 წლის ძმიშვილზე ჯერ სექსუალურად იძალადა და შემდეგ მოკლა
სამუდამო პატიმრობა და 13 წელი მიესაჯა 39 წლის კაცს, რომელმაც 11 წლის ძმიშვილზე ჯერ სექსუალურად იძალადა და შემდეგ მოკლა
პატრას შერეულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 39 წლის კაცს 11 წლის ვასილიკის სასტიკი მკვლელობისა და გაუპატიურებისთვის უვადო პატიმრობა და დამატებით 13 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
11 წლის გოგონა 2024 წლის 9 ივნისის ღამეს 39 წლის კაცმა სოფელი მირტიადან გაიტაცა. დაკავებულმა განაცხადა, რომ მათ შორის სექსუალური კავშირი არ დამყარებულა, რადგან გოგონამ უარი განაცხადა და თავადაც თავი შეიკავა, თუმცა ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გოგონას სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. კაცმა ძმიშვილის მკვლელობის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა გოგონამ უთხრა, რომ მშობლებს მოუყვებოდა მომხდარის შესახებ. სწორედ მაშინ ამოიღო სახრახნისი და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ბავშვს.
ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სასამართლო პროცესს ესწრებოდა უამრავი ადამიანი.
სასამართლომ ბრალდებულს პირველადი ბრალი გაუპატიურების მცდელობიდან გაუპატიურებად გადააკვალიფიცირა, რადგან ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
39 წლის კაცი დამნაშავედ სცნეს განზრახ მკვლელობისთვის, არასრულწლოვნის გაუპატიურებოსთვის, გატაცებისთვის, იარაღის ტარებასა და გამოყენებისთვის.
