Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ნახევარმარათონის უჩვეულო და გამორჩეული მონაწილეები

ნახევარმარათონის უჩვეულო და გამორჩეული მონაწილეები

რიგით მე-14 ნახევარმარათონის სარბენად, რომელიც ათენის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა, 30 000-ზე მეტი მონაწილე შეიკრიბა.

დღევანდელი მარათონი გამორჩეული იყო არამხოლოდ იმიტომ, რომ ნაწილობრივ ის ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნასაც უკავშირდებოდა, არამედ მისი უჩვეულო მონაწილეების მიერ გაღებული ძალისხმევისთვისაც, რომლებიც ნახევარმარათონის სარბენად თანაგუნდელებთან ერთად გამოცხადდნენ.

მარათონში უამრავი ოჯახი და ახალგაზრდა მორბენალი მონაწილეობდა, რომლებმაც განსაკუთრებული სანახაობა შესთავაზეს დამსწრეებს.

მათ შორის გამოირჩეოდა მორბენალი, რომელმაც საკუთარ ახალდაბადებულ შვილთან ერთად ირბინა და ათასობით მაყურებელს ღიმილი მოჰგვარა.

კიდევ ერთი მარათონის მონაწილე გამოჩნდა მის ძაღლთან ერთად, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდებოდა მარათონის სხვა მონაწილეებს. ოთხფეხა მორბენალი მალევე აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *