Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვულა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 58 წლის ტაქსის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა

ვულა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 58 წლის ტაქსის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა

ტრაგიკული დასასრული აღმოაჩნდა დღეს გამთენიისას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ვულაში, რომელმაც 58 წლის ტაქსის მძღოლი იმსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა ვარი-კოროპის გამზირზე მოხდა. ტაქსი ავტომანქანას გვერდულად შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომანქანები ერთმანეთისგან 20 მეტრის მოშორებით დაეცნენ, ხოლო დაშავებულების მანქანებიდან გადმოსაყვანად კი 4 მეხანძრის ჩარევა გახდა საჭირო. 

58 წლის ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით, ხოლო 24 წლის ბიჭი უმნიშვნელო დაზიანებებით გადაიყვანეს ასკლიპიოს საავადმყოფოში. 

სამწუხაროდ დაშავებული ქალის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

საგზაო პოლიციამ დაიწყო გამოძიება ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *