Latest news
საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები OpenCar: ავტომობილის ნომრით შესაძლებელი იქნება გარბენის, ტექინსპექტირებისა და დაზღვევის შემოწმება პედიონ ტუ არეოსის პარკი საშობაოდ მორთეს ათენის მერი კიფსელის „წითელ ზონაში“ მოქცეული კორპუსების უსაფრთხოებაზე შეშფოთებას გამოთქვამს და მოსახ... ვრცელდება კადრები რომელშიც 24 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩემოდნით ხალშია დაფიქსირებული
კვირა, ნოემბერი 22, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

თავდაცვის სამინისტრო: საბერძნეთის სამხედრო მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვისაც ღიაა

თავდაცვის სამინისტრო: საბერძნეთის სამხედრო მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვისაც ღიაა

თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით 20-26 წლამდე ასაკის 100 ბერძენი ქალი შეძლებს 12 თვით იმსახუროს საბერძნეთის სამხედრო სამსახურში. მოხალისე ქალი ჯარისკაცების წვრთნა 2026 წლის ივნისიდან ლამიას სამხედრო სასწავლო ცენტრში დაიწყება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა. 

“დიახ, წავალ. ბერძენი ვარ და ჩემი მოვალეობაა ვემსახურო ჩემს სამშობლოს.” – განაცხადა ალექსანდრამ Orange Press Agency-სთან საუბრისას და იქვე დასძინა, რომ უკვე გაგზავნილი აქვს ელექტრონული შეტყობინება დაინტერესების გამოსახატად. 

“ვთვლი, რომ ქალების უმეტესობამ უნდა მიიღოს სამხედრო სამსახურში წასვლის გადაწყვეტილება. 12 თვიანი წვრთნის მომხრე ვარ, ნამდვილად, მაგრამ მერე რა მოხდება? ეს მაშინებს.. ომშიც გაგვიწვევენ? მსურს, რომ ჩვენს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს დავუჭირო მხარი, მაგრამ არა სხვა რომელიმე ქვეყნის. სხვა ქვეყნისთვის მოგვიწევს ბრძოლა? მხოლოდ ეს საკითხი მაშინებს.” – აგრძელებს ალექსანდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *