Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

ამინდი: უახლესი საგანგებო პროგნოზი-მოსალოდნელია ქარიშხალი, ელვა და სეტყვა

უამინდობასთან დაკავშირებული უახლესი საგანგებო მეტეოროლოგიური ცნობებით დღეს კვირას, საღამომდე, კვლავ მოსალოდნელია ამინდის გაუარესება ჭექა-ქუხილით,  ელვით და სეტყვით.

კერძოდ, ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და შტორმი, რომელსაც თან ახლავს ელვის სიხშირე და შესაძლოა სეტყვაც.

მაკედონიის რეგიონების გარდა, ფლორინა, კასტორია, იმათია, ლესვოსი, დღეს დილიდან ამინდის გაუარესება შეინიშნება ატიკაშიც, რადგან წვიმა უწყვეტია და ზოგან ინტენსიური დილის საათებიდან.

სპათაში უამინდობის გამო გზები მდინარეებად გადაიქცა. როგორც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, ეს არის მთავარი გზა, რომლითაც ყოველდღიურად ათობით მანქანა გადის.

ამ დრომდე მანქანების მოძრაობა გაძნელებულია, ხოლო წყალი მაღაზიებშიც კი შევიდა.

დღეს დილით 112-დან  შეტყობინება გაიგზავნა ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებში, რათა ამ მხარეში მცხოვრებლებმა თავი აარიდონ უამინდობის გამო არასაჭირო გადაადგილებას.

უამინდობამ მოიცვა ასევე ევიის დიდი ნაწილი და სკიროსიც, რამაც სერიოზული პრობლემები შექმნა სახლებში და გზებზე.

დილიდან უწყვეტად  წვიმდა, ქარიშხალმა მთელ პრეფექტურას დაარტყა, ცენტრალური საბერძნეთის რეგიონის სამოქალაქო დაცვა და ევიას სახანძრო სამსახური ფეხზე დგას.

ყველაზე დიდი პრობლემებია როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ ევიის გზებზე, რომლებიც ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარეებად იქცნენ.

მობილიზებულია ცენტრალური საბერძნეთის რეგიონის სამოქალაქო დაცვის დირექტორატი და სახანძრო ბრიგადა, რომლებიც გამოძახებისთანავე მივიდნენ ადგილზე.

ასევე დილიდანვე წვიმს  ლესვოსში, კუნძულის უმეტესი ნაწილი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას.

პლომარიში, აგიოს ისიდოროს სანაპიროზე მოვარდნილი წყლის დიდმა მოცულობამ დატბორა ადგილზე გაჩერებული მანქანები, ასევე მიმდებარედ სანაპიროს შეზლონგები და ქოლგები.

112-ის შეტყობინება ამინდის სახიფათო ფენომენის შესახებ (ძლიერი ქარიშხალი) შაბათს, დილის ადრეული საათებიდან გაეგზავნათ ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევიაში, მაგნეზიასა და სპორადებში მაცხოვრებლებს, რათა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან გარდა  გადაუდებელი აუცილებლობისა.

გუშინდელმა წვიმამ ინტენსიური პრობლემები გამოიწვია ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. დაიტბორა ქუჩები , სახლები და სარდაფები, მოვარდნილმა ნიაღვრებმა წაიყო მანქანები ჩრდილოეთ საბერძნეთის რაიონებში, თესალონიკში და  ხალკიდიკის ცენტრში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *