Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ციფრული განათლებისადმი ინტერესს ასაკი არ აქვს – სალინიკის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ციფრული განათლების გაკვეთილებზე ხანში შესულებისთვის ადგილები ელვის სისტრაფით შეივსო

ციფრული განათლებისადმი ინტერესს ასაკი არ აქვს – სალინიკის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ციფრული განათლების გაკვეთილებზე ხანში შესულებისთვის ადგილები ელვის სისტრაფით შეივსო

65 წელს გადაცილებულები სულ მალე ისწავლიან, რომ ტერმინებს: “მაუსი”, და სხვა მრავალი, აქამდე ყველასთვის კარგად ნაცნობი მნიშვმელობების გარდა სხვა დატვირთვაც აქვთ.

სალონიკის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ციფრული განათლების მისაღები გაკვეთილები, რომლებზე დასასწრებადაც ადგილები ელვის სისწრაფით შეივსო, სულ მალე დაიწყება. 

პირველი გაკვეთილი აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ჩატარდება. დამსწრეები შეიძენენ ტექნოლოგიურ ცოდნას, რაც მათ ყოველდღიურობას უფრო კომფორტულს და შვილიშვილებისა და შილებისგან დამოუკიდებელს გახდის, რადგან თავადვე შეძლებენ არამხოლოდ სოც.მედიით მეგობრებთან დაკავშირებას, არამედ ელექტროენერგიისა და ტელეფონის საფასურის ელ.გადახდასაც.

გაკვეთილები ლეპტოპების გამოყენებით ჩატარდება სადაც 65 წელს გადაცილებული პირები ეწვევიან სოც.მედიის “ჯადოსნურ სამყაროს”. შეისწავლიან საჭირო ინფორმაციის მოძიების ხერხებს, ციფრული კომუნიკაციისა და გართობის გზებს და ფინანსური საჭიროებების ელექტრონულად მოგვარებას ისე, რომ თაღლითობის მსხვერპლნი არ გახდნენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *