Latest news
სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ეგვიპტეს შორის შეთანხმება მონასტრის ბერძნულ-მართლმადიდებლურ სტ... ვანგელის ცაპასი საკალათბურთო სკანდალის საქმის მთავარი მოწმეა საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა - საათმა 1 საათით უკან გადაიწია ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
სამშაბათი, ოქტომბერი 27, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რატომ ირჩევენ ამერიკელი და თურქი ტურისტები სალონიკს

რატომ ირჩევენ ამერიკელი და თურქი ტურისტები სალონიკს

ტურისტები ამერიკიდან და თურქეთიდან ყველაზე მაღალ შეფასებას საბერძნეთის ქალაქებიდან სალონიკს ანიჭებენ. თუმცა ქალაქში სტუმრობისას ხარჯავენ იმაზე ნაკლებს, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები. აღნიშნულ სტატისტიკას კი სალონიკის სასტუმროთა ასოციაცია ავრცელებს.

ამერიკელები სალონიკს 10-დან 8,1 ქულას უწერენ, ხოლო თურქები კი 8,2-ს.

ამერიკელი ტურისტები ქალაქში დღიურად 91 ევროს ხარჯავენ კაცზე, ხოლო თურქების ყოველდღიური დანახარჯი კი 88 ევროს უტოლდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტების დანახარჯი საშუალოდ 93 ევროს უტოლდება გასული წლის სტატისტიკის მიხედვით, სადაც კვება და შოპინგი ყველაზე დიდ ხარჯთა კატეგორიას წარმოადგენს.

ორივე ტურისტების კატეგორიამ განაცხადა, რომ აუცილებლად ურჩვენ სალონიკს მათ ნათესავებსა და მეგობრებს და თავადაც აუცილებლად დაბრუნდებიან უფრო მეტი დროის გასატარებლად ქალაქში. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *