Latest news
სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ეგვიპტეს შორის შეთანხმება მონასტრის ბერძნულ-მართლმადიდებლურ სტ... ვანგელის ცაპასი საკალათბურთო სკანდალის საქმის მთავარი მოწმეა საბერძნეთი ზამთრის დროზე გადავიდა - საათმა 1 საათით უკან გადაიწია ათენის საგარეუბნო მატარებლისა და მეტროს 24 სადგურის განახლება იგეგმება ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე საბერძნეთში ძუძუს კიბოს სამკურნალოდ 7 სპეციალიზებული ცენტრის შექმნა იგეგმება საბერძნეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა ცნობილი Tiktok-ერი ემოციურ პოსტს აქვეყნებს Pizza Fan-ის საქმეზე ახალი ჩანაწერები ვრცელდება - საგადასახადო თაღლითობის სქემის დეტალები ფოფი ღენიმატას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა
ორშაბათი, ოქტომბერი 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის თითქმის უცნობი სანაპირო, რომელსაც Conde Nast Traveller-ი დამსვენებლებს ურჩევს

საბერძნეთის თითქმის უცნობი სანაპირო, რომელსაც Conde Nast Traveller-ი დამსვენებლებს ურჩევს

საბერძნეთი, რომელსაც ხმელთაშუა ზღვაში ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი და ასობით დასახლებული და დაუსახლებელი კუნძული აქვს, უამრავ არჩევანს სთავაზობს მათ, ვისაც მასობრივი ტურიზმისგან მოშორებით დასვენება სურთ.

Conde Nast Τraveller-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ცნობილი სანაპიროების გარდა, რომლებიც ყოველ ზაფხულს უამრავ ვიზიტორს იზიდავენ, არსებობს ნაკლებად ცნობილი ქვიშიანი სანაპიროები, რომლებიც აერთიანებენ იზოლირებულ სუფთა წყლებს და ავთენტურ გამოცდილებას.

კიმოლოსის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ზემოთ აღნიშნულ სანაპიროებს შორისაა კიმოლოსის პრასას სანაპირო, რომელიც გამოირჩევა თეთრი ქვიშითა და ფირუზისფერი წყლებით. 

კუნძული განვითარების დაბალი ტემპით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს დამსვენებლებს კიკლადესის სხვა კუნძულებთან შედარებით. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრასას სანაპირო საყოველთაო, მსოფლიო აღიარებას იღებს. ჯერ კიდევ 2025 წლისთვის, ამერიკული გამოცემები, მათ შორის CNN, მას ერთ-ერთ ყველაზე სუფთა სანაპიროდ აღიარებდნენ. სანაპიროს მიღებული აქვს ჯილდოც, რომელიც საერთაშორისო მაუწყებლობაზე გადაეცა, 2.4 მილიონზე მეტი მიმოხილვის საფუძველზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *