Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

ლეზვოს: რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანები დაიკეტა

ლეზვოს: რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანები დაიკეტა

ამ დრომდე დაკეტილია კუნძულ ლეზვოსზე ყველის მწარმოებელი ქარხნები. 

განცხადებაში ყველის მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ „ყველის მწარმოებელი ქარხნებიდან რძის მიწოდების მოთხოვნა ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად და იურიდიულად ვერ დაკმაყოფილდება. ამ ეტაპისთვის არ არის გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია კონკრეტული მომწოდებლებისა და მწარმოებლების რძის ნაწარმის გასანადგურებელ სია და არც ოფიციალური მითითებებია გაცემული იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავცეთ საჭირო დოკუმენტაცია (მიწოდების ფურცლები, ინვოისები) რძის ტრანსპორტირებისა და ფერმერებისთვის კომპენსაციის გადახდის მიზნით“.

როგორც ყველის მწარმოებლები აღნიშნავენ, ყოველდღიურად წარმოებული 250 ტონა რძის განკარგვასთან დაკავშირებული არსებული კრიზისის დასაძლევად ერთადერთი გამოსავალი „რძის პროდუქტების დაუყოვნებელი გატანაა, რათა ყველის ქარხნებმა ხელახლა დაიწყონ წარმოება. ამგვარად მკვეთრად შეიზღუდება დაავადების გავრცელება.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *