Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

აპნოეს მკურნალობის გზები და სინდრომის რისკები

აპნოეს მკურნალობის გზები და სინდრომის რისკები

გადაწყვეტილებას თუ როგორ მოხდება ძილისმიერი აპნოეს მკურნალობა იღებს ექიმი კლინიკური სიტუაციის შეფასების შემდეგ.

თუკი დაავადების მიზეზი არის ტონზილების ანუ გლანდების ანთება ან ადენოიდები – აუცილებელია მათი მოცილება, თუკი პრობლემა წონაშია  საჭიროა გახდომა, თუკი გულის დაავადებებია, უნდა მიმართოთ კარდიოლოგს, თუკი ზედმეტად ჩამოწეულია რბილი სასა ან ნაქი , უნდა მიმართოთ ქირურგს. 

როდესაც დაავადება არის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციის შედეგი და ეს უკანასკნელი საკმაოდ ხშირია პაციენტი იგზავნება ორთოდონტთან თანკბილვის გასწორების მიზნით.

აპნოეს სიმპტომები:

ბავშვებში ღამის აპნოეს სიმპტომები ვლინდება ყურადღების დეფიციტის სინდრომით და ჰიპერაქტივობით, აგრეთვე შარდდენის დარღვევით. ხოლო ხვრინვა და სუნთქვის შეკავება, გავრცელებული აზრის მიუხედავად ყოველთვის არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

ყველას ვინც ხვრინავს არ აღენიშნებათ სუნთქვის შეკავება, და პირიქით – აპნოეს მქონე ადამიანები ყველა არ ხვრინავენ.

მოზრდილებში აპნოეს სიმპტომები შემდეგია:

  • გაღიზიანება;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • მუდმივი დაღლილობის შეგრძნება;
  • ქრონიკული უძილობა.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *