Latest news
ყოველ მშრომელთა საერთაშორისო დღეს ვდგავარ აქ მათთვის, ვისაც აქ მოსვლა აღარ შეუძლიათ - ვინ არის 80 წლ... რომელი მეტროსადგურები დაიკეტება დღეს და ხვალ დროზე ადრე ამერიკიდან 26 უძველესი არტეფაქტი საბერძნეთში დააბრუნეს პროგრამაზე ტურიზმი ყველასთვის დასარეგისტრირებელი პლატფორმა დღეს იკეტება მამა, მითხარი, რომ ისევ გეყვარები - 5 წლის ბიჭის გულისამაჩუყებელი შეხვედრა მამასთან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ სამშობლოში - კლიმატური მიგრაციის რიცხვმა საბერძნეთში 300 000-... კაპიტანი ჩვილის საავადმყოფოში გადაყვანის პროცესზე საუბრობს კასტორია: აფეთქების შედეგად 15 წლის ბიჭი დაშავდა სკოპელო: ვინ არის კაპიტანი, რომელმაც ჩვილი ბავშვის სიცოცხლე იხსნა რომელი მეტროსადგურები დაიკეტება ხვალ დროზე ადრე
კვირა, მაისი 3, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ სამშობლოში – კლიმატური მიგრაციის რიცხვმა საბერძნეთში 300 000-ს მიაღწია

იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ სამშობლოში – კლიმატური მიგრაციის რიცხვმა საბერძნეთში 300 000-ს მიაღწია

ასიათასობით ევროპელი გახდა იძულებული დაეტოვებინა მისი სამშობლო, ან დაბადების ადგილი ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური ცვლილებისა გამო.  

Euronews-ი რეპორტაჟში საუბრობს ევროპელი კლიმატური მიგრანტების მზარდ რაოდენობაზე და ცხოვრებისეულ სირთულეებზე, რაც გარემოს დეგრადირებამ გამოიწვია. 

ხანძრები, წყალდიდობები, გვალვა, ქარიშხალი უმეტესწილად გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანებს უბიძგოს საცხოვრებელის დატოვებისკენ. 

ჟენევაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „შიდა გადაადგილების მონიტორინგის ცენტრი“ (IDMC) ვარაუდობს, რომ 2008-დან 2023 წლამდე ევროკავშირში დაახლოებით 413 000 ადამიანს მოუწია იძულებით გადაადგილება. გადაადგილების ძირითადი მიზეზი კი შტორმი, ან ხანძარი ხდება.

თუ კლიმატოლოგების მიერ აღწერილი ყველაზე სავალალო სცენარებიდან ერთ-ერთი მაინც გახდება რეალობა, 2050 წლისთვის ევროპაში ტემპერატურა 2.5°C-ით მოიმატებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სამხრეთში გვალვის უფრო ხანგრძლივი პერიოდი შენარჩუნდება, ხოლო ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში უფრო ძლიერი წყალდიდობების შემთხვევები დაფიქსირდება.

ვაიოს იატროპულოსმა Euronews-თან ბერძნულ რეალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბერში უამიდნობის ფენომენი Daniel-ის შედეგად საზარელი რელობის წინაშე მოუწია დადგომა. რთულია დაივიწყოს შვილის თვალებში დანახული სასოწარკვეთა, განადგურებული სახლი და გადასარჩენად სატვირთო მანქანის სახურავზე 9 საათის განმავლობაში გაუნძრევლად ყოფნისას განცდილი შიში. წყალდიდობის შემდეგ ვაიოს იატროპულოსმა ოჯახთან ერთად საცხოვრებელი დატოვა და კარდიცას ერთ-ერთ სოფელში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სახლი შემაღლებულ ადგილას ააშენა, რათა თავი უფრო უსაფრთხოდ ეგრძნო. როგორც ინტერვიუში ამბობს, დაბრუნებაზე არასდროს უფიქრიათ: „არ მინდა, ყოველი წვეთის დანახვაზე გულში იმ სიმძიმემ გამიელვოს, რაც იმ საზარელი მომენტისგან მახსოვს. რამდენიმე თვის განმავლობაში გვეშინოდა, რომ ისევ დავიტბორებოდით. ფსიქოლოგთან მისვლაზეც კი ვიფიქრე“.

დატბორილი პალამასის სხვა მაცხოვრებლები ჯერ კიდევ ეძებენ მუდმივ საცხოვრებლებს უფრო უსაფრთხო ადგილას, ზოგიერთი მათგანი ათენში გადავიდა საცხოვრებლად ზოგმა კი საზღვარგარეთ წასვლა არჩია.

საბერძნეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ქვეყანაა კლიმატურ კატასტროფებთან მიმართებაში. IDMC-ის შეფასებით, 2008 წლიდან საბერძნეთში თითქმის 300 000 ადამიანს მოუწია იძულებით გადაადგილება, ძირითადად ტყის ხანძრების, შტორმებისა და წყალდიდობების გამო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *