Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ცივი ხელები, თბილი გული – რამდენად შეესაბამება ექსპერტების დასკვნა გამონათქვამს

ცივი ხელები, თბილი გული – რამდენად შეესაბამება ექსპერტების დასკვნა გამონათქვამს

ხშირად მოგვისმენია მეგობრებისგან: “ცივი ხელები კი მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ გული მაქვს თბილი”-ო. დღეს განვიხილავთ თუ რამდენად შეესაბამება გამონათქვამი რეალობას. ახალი კვლევების თანახმად აღნიშნული გამონათქვამი რეალურ ბიოლოგიურ რეაქციას გამოხატავს, რამაც შესაძლოა სრულიად შეცვალოს მეცნიერების მიერ გარკვეული გენეტიკური დაავადებების დადგენის წესი.

კალიფორნიის უნივერსიტეტის, ბერკლის სამედიცინო სკოლის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ორგანიზმში ტემპერატურის სხვაობას განსაზღვროს გარკვეული დაავადებების განვითარების ადგილი.

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნაშრომში გამოქვეყნებული დასკვნები ცხადყოფს, რომ ერთ გენურ მუტაციას შეიძლება მკვეთრად განსხვავებული გამოხატულება ჰქონდეს, იმისდა მიხედვით, თუ სხეულის რა ნაწილში მიმდინარეობს. კერძოდ უფრო გრილ გარემოში, როგორიცაა კანი, თუ უფრო თბილ შინაგან ორგანოებში, როგორიცაა გული.

მუტაციები, კერძოდ ერთ-ერთი გენის TRPM4 რომელიც ზოგიერთ პაციენტში გულის, ხოლო ზოგიერთში კი კანის დაავადებებს იწვევს, არასდროს გვხდება კომბინირებულად ადამიანებში. დაავადების გამოწვევა სხეულის ტემპერატურის მიხედვით ხდება. კანის დაავადებები სხეულის შედარებით ცივი ნაწილებიდან ვითარდება როგორიცაა ხელ-ფეხი, ხოლო სხეულის შიდა ორგანოები უფრო მაღალი ტემპერატურის მატარებელია. სწორედ ამიტომ არის რომ კანის დაავადებები თითქმის არასდროს იწვევს გულის დაავადებებს. 

დასკვნები გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რატომ ვლინდება ზოგიერთი გენეტიკური დაავადება კონკრეტულ ქსოვილებში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე გენი მონაწილეობს. მაგალითად, TRPM4-ის ზოგიერთი მუტაცია დაკავშირებულია გულის რიტმის მემკვიდრეობით დარღვევებთან, როგორიცაა ლენეგრის დაავადება და ბრუგადას სინდრომი. სხვები კი დაკავშირებულია კანის იშვიათ დაავადებებთან, როგორიცაა პროგრესირებადი სიმეტრიული ერითროკერატოდერმია. 

აღნიშნული კვლევის გამოქვეყნებამდე გაურკვეველი იყო, თუ რატომ იყო ზემოთ აღნიშული ეს ორი მდგომარეობა ურთიერთგამომრიცხავი. ტრადიციული გენეტიკური მოდელები სრულად ვერ ხსნიდნენ, თუ რატომ არ მოქმედებს ზედმეტად აქტიური ცილა ყველა ქსოვილზე თანაბრად. ახალი კვლევა კი ვარაუდობს, რომ ტემპერატურა და უჯრედული გარემო, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად გენეტიკური მუტაცია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *