9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრებული განრიგით იმუშავებს
9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრებული განრიგით იმუშავებს
ბერძენი გულშემატკივრებისთვის, ლეგენდარული ჯგუფი ათენში 16 წლის შემდეგ ბრუნდება. დიდი ხნის ნანატრი კონცერტი 2026 წლის 9 მაისს, შაბათს, OAKA-ზე, M72 მსოფლიო ტურის ფარგლებში გაიმართება, რომლის ექსკლუზიური სპონსორიც COSMOTE TELEKOM იქნება.
საბერძეთის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განაცხადის თანახმად შაბათს, 9 მაისს კონცერტზე დასწრების მსურველთა შეუფერხევლად გადასაყვანად მეტრო და ავტობუსები განსაკუთრებული განრიგით იმოძრავებენ.
კერძოდ, როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრების ნაკადის მიხედვით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა კონცერტის დასრულებამდე გაგრძელდება, ხოლო მატარებლები კი უფრო მეტი სიხშირით გაივლიან.
შეგახსენებთ, რომ ყოველ შაბათს 2025 წლის შემოდგომის თვიდან მატარებლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
ცვლილებები განხორციელდება ავტობუსების გადაადგილების განრიგშიც საღამოს 17:00 საათიდან.
