Latest news
როგორ შეიძლება მატარებლის დამოხრუჭება ელ.ენერგიად გარდაიქმნას ატიკის რეგიონი დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომებს იღებს 21 აგვისტო პროგრამაზე "ტურიზმი ყველასთვის" განცხადებების მიღების ბოლო დღეა  საბერძნეთისა და კვიპროსის შეთანხმების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და თურქეთის პოზიცია პროექტის მიმართ საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა
შაბათი, აგვისტო 22, 2026
საბერძნეთი

პოლიციამ კოსმეტიკის ინდუსტრიაში თაღლითური ქსელი გამოავლინა, რომელიც ყალბ მედიკამენტებს ყიდიდა

კარგად ორგანიზებული თაღლითობის ბრალდებით ახლახანს კოსმეტიკის ინდუსტრიაში საკმაოდ ცნობილი, 54 წლის ბიზნესმენი ქალი დააკავეს, რომელიც ფეისბუქის საშუალებით არალეგალურ კოსმეტიკურ პროდუქტებს ყიდიდა და ამარაგებდა მცირე ესთეტიკურ ცენტრებს.

დანაშაულებრივი ქმედება მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც აღნიშნული პროდუქციით დაზარალებულმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა EOF- ში ანონიმური საჩივარი შეიტანა უკანონო სამედიცინო პრეპარატების შესახებ, რის შემდეგაც ეკონომიკური პოლიციის თანამშრომლებმა გამოძიება დაიწყეს.

როგორც ძიების პროცესში გაირკვა, 54 წლის ქალს თურქეთიდან და პოლონეთიდან ბოტოქსის ინექციები, ჰიალურონის პრეპარატები და სახის ნიღბები ქვეყანაში უკანონოდ შეჰქონდა.

აღნიშნულ საქონელს ის ატიკაში, არადეკლარირებულ საწყობში მალავდა და საბერძნეთის მცირე ესთეტუკურ ცენტრებს და სამედიცინო კლინიკებს ამარაგებდა.

გასულ თვეში ბიზნესმენმა დაიქირავა 41 წლის თანამშრომელი, რომელიც მიმწოდებლის მოვალეობას ასრულებდა და უკანონო პრეპარატებს კურიერის დახმარებით მომხმარებლებს აწვდიდა.

54 წლის ქალი “შირმად” იყენებდა თავის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების ერთ-ერთ ავტორიტეტულ  კომპანიას, რომელიც დაჯილდოებული იყო  ხარისხიანი პროდუქციის ნიშნით. პარალელურად, მან შექმნა ფეისბუქის გვერდი, რომლის მეშვეობითაც რეკლამას უწევდა არალეგალურ ბოტოქსს და ჰიალურონის მჟავას და რომლის საშუალებითაც უკავშირდებოდა მომხმარებლებს.

ეკონომიკური პოლიციის თანამშრომლების მიერ არალეგალურ საწყობში ჩატარებული გამოძიებიდან ამოღებულია 226 ფარმაცევტული და სამედიცინო  პრეპარატი, როგორიცაა ბოტოქსი და ჰიალურონის მჟავა, 160 შეკვრა ესთეტიკური ნიღაბი და 3 910 ევრო .

EOF-ის ინფორმაციით, ჩამორთმეული პრეპარატები  ითვლება გამოსაყენებლად  უვარგისად. მათი საერთო ღირებულება კი 40 ათას ევროს აღემატება.

პოლიციამ 54 წლის ბიზნესმენი და მისი 41 წლის თანამზრახველი დააკავა, რომლებიც ორშაბათს დილით ათენის სისხლის სამართლის პროკურორს წარუდგინეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *