Latest news
დასავლეთ საბერძნეთში წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი საბერძნეთი: ვინ იქნება პასუხისმგებელი მოსწავლეებზე სასკოლო ექსკურსიების დროს მეტროსადგურის მშენებლობის გამო ექსარხიაზე მოძრაობა 2031 წლამდე შეიზღუდება 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა აღაპიდაკი: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სოც.ქსელების ზომიერად გამოყენება  ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება
კვირა, ოქტომბერი 11, 2026
საბერძნეთისპორტი

საზაფხულო ბანაკების მნიშვნელობა – აუცილებელია თუ არა გავუშვათ ბავშვი ბანაკში

საზაფხულო ბანაკების მნიშვნელობა – აუცილებელია თუ არა გავუშვათ ბავშვი ბანაკში

ათენის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკებში მოსახვედრად დასარეგისტრირებელი პლატფორმა 20 მაისს გაიხსნება. განცხადების გაკეთება შეუძლიათ საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 2014 წლიდან 2019 წლამდე არიან დაბადებულები. 

საზაფხულო ბანაკების ადგილმდებარეობა იქნება რუფის, ღუდისა და გრავას სპორტული ცენტრები.

ელექტრონული პლატფორმა opandacamps.gr ოთხშაბათს დილის 10 საათიდან გაიხსნება. ბანაკში წასვლის მსურველებს უკვე შექმნილი უნდა ჰქონდეთ აღნიშნულ პლატფორმაზე პროფილი, რომლის შექმნასაც 19 მაისიდან შეძლებენ. პრიორიტეტი მიენიჭებათ განაცხადებებს ჩაბარების დღისა და დროის მიხედვით.

საზაფხულო ბანაკების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სპორტთან დაახლოვებას, ჩამოუყალიბოს მათ გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა, თავდაჯერებულობა. 

საზაფხულო ბანაკების პროგრამებში მონაწილე ბავშვები შეძლებენ თავი გამოსცადონ ყველა ოლიმპიურ სპორტსა და შემოქმედებით აქტივობაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *