Latest news
ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ ნეა მიხანიონას თევზის ბაზარი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტა მაზონაკისს ყოველთვის ჰქონდა ეჭვი პლაზმოფერეზის პროცედურის ღირებულებასთან დაკავშირებით  ავტომანქანების გამოფენის პირველ დღეს ვიზიტორთა რეკორტული გამოფენა დაფიქსირდა
ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კარდიცა: 9 წლის სოტირის ინიციატივის შედეგად მოსხატოს ტბა 3 ტონა ნარჩენებისგან გაწმინდეს

კარდიცა: 9 წლის სოტირის ინიციატივის შედეგად მოსხატოს ტბა 3 ტონა ნარჩენებისგან გაწმინდეს

9 წლის ბავშვის ინიციატივა გახდა კარდიცას მოსახლეობის მხრიდან ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის მიზეზი, რომლის შედეგადაც მოსცატოს ტბა 3 ტონა ნარჩენისა და ნაგვისგან გაწმინდეს.

პატარა სოტირი რომას თემის წარმომადგენელია, რომელიც კარდიცაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ადგილობრივ სკოლაში სწავლობს. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი რეგიონის ყველაზე დიდ გარემოს დამცველ მოხალისეთა მოძრაობას.

ტბის გასაწმენდად ჩამოყალიბებულ მოხალისეთა მოძრაობაში მონაწილეობდნენ ბავშვები, ოჯახები და რომას თემის წარმომადგენლები, რომლებმაც ძალები გააერთიანეს ტერიტორიის დასასუფთავებლად. არასამთავრობო ორგანიზაცია „Roma in Action“-ის ინიციატივით, დაახლოებით სამი ტონა ნარჩენი შეგროვდა.

როგორც ორგანიზატორები განცხადებაში აღნიშნავენ, აღნიშნული ქმედება მხოლოდ ტბის დასუფთავებით არ შემოიფარგლებოდა, არამედ თანამშრომლობის, სოლიდარობისა და სოციალური ერთიანობის მნიშვნელოვან გზავნილს წარმოადგენდა. ამავდროულად, ფართო საზოგადოების მონაწილეობამ და კონტაქტმა ხელი შეუწყო ნდობისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცებას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *