როგორ მოახერხა ალექსანდროს იოტოპულოსმა ციხისგან თავის დაღწევა
როგორ მოახერხა ალექსანდროს იოტოპულოსმა ციხისგან თავის დაღწევა
17-ჯერ სამუდამო პატიმრობა და დამატებით 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი ალექსანდროს იოტოპულოსს, რომელიც ულტრამემარცხენე შეიარაღებული ორგანიზაციის “17N”-ის ლიდერობისა და მთავარი ორგანიზატორობის ბრალდებით დააკავეს.
მის წინააღმდეგ ძირითადი ბრალდებები იყო:
- ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობა;
- 17 მკვლელობის ორგანიზება ან მორალური თანამონაწილეობა;
- აფეთქებებისა და შეიარაღებული თავდასხმების დაგეგმვა;
- ბანკების ძარცვა;
- უკანონო იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ფლობა;
ყველასთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა სწორედ ამ ადამიანის გათავისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ, 21 მაისს პირეას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სრული 24 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
თავად იოტოპულოსი თავს დამნაშავედ არ სცნობდა და უარყოფდა ყველა ბრალდებას. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება სწორედ მის მიერ გაკეთებული მე-5 გასაჩივრების შემდეგ მიიღეს.
იოტოპულოსი ქვეყნის დატოვების აკრძალვისა და განყოფილებაში პერიოდული გამოცხადების პირობით გაათავისუფლეს.
