მამაჩემს არავისთვის არაფერი დაუშავებია – აცხადებს 82 წლის კაცის შვილი, რომლის სიცოცხლეც საკუთარმა ძმამ იმსხვერპლა
მამაჩემს არავისთვის არაფერი დაუშავებია – აცხადებს 82 წლის კაცის შვილი, რომლის სიცოცხლეც საკუთარმა ძმამ იმსხვერპლა
ტელემაუწყებელ Mega-სთან ისაუბრა 82 წლის კაცის შვილმა, რომლის სიცოცხლეც საკუთარმა 86 წლის ძმამ იმსხვერპლა.
გარდაცვლილის შვილმა ინტერვიუში განაცხადა რომ მამამისს არავისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია. ძმები ერთმანეთს წლების განმავლობაში არ ელაპარაკებოდნენ ეკონომიკური გაუგებრობის გამო, რაც მათ შორის მოხდა. იქვე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძმები ერთ სადარბაზოში ცხოვრობდნენ, არასდროს შედიოდნენ ერთმანეთთან კონტაქტში: “ახლაც ვერ ვიაზრებთ მომხდარს. წლების განმავლობაში არ ლაპარაკობდნენ. ჩაუსაფრდა, არავინ იცოდა, რომ ორლულიანი თოფი ჰქონდა, ახლა უკვე გასაგებია რატომაც.. რატომ მივიდნენ 80 წლის ასაკამდე ან მამაჩემი, ან ბიძაჩემი, რომ ცხოვრება ესე დაესრულებინათ?! რატომ ესროლა ორჯერ არ ვიცი, მამაჩემს არასდროს არავისთვის არაფერი დაუშავებია.”
