Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
ორშაბათი, ნოემბერი 23, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

2026 წლის ივლისი საბერძნეთში ჩვეულებრივზე უფრო ცხელი იქნება

2026 წლის ივლისი საბერძნეთში ჩვეულებრივზე უფრო ცხელი იქნება

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სადგურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2026 წლის ივლისი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საბერძნეთში, საშუალო მაჩვენებლებზე უფრო თბილი იქნება.

ევროპის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის (Copernicus) მონაცემებით, არსებული 400 პროგნოზული სცენარის 92% მიუთითებს, რომ ივლისის საშუალო ტემპერატურა სეზონურ ნორმას გადააჭარბებს.

პროგნოზი ეყრდნობა მსოფლიოს რვა წამყვანი მეტეოროლოგიური ცენტრის მონაცემებს, მათ შორის ევროპის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და ავსტრალიის სამეცნიერო ინსტიტუტების შეფასებებს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გრძელვადიანი პროგნოზები მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება და მხოლოდ ზოგად ტენდენციას ასახავს. კონკრეტულ დღეებში და ცალკეულ რეგიონებში ტემპერატურა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საშუალო მაჩვენებლებისგან.

ამასთან, მაისის თვის მაგალითმა აჩვენა, რომ რეალური ტემპერატურა პროგნოზირებულზე დაბალი აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზების სიფრთხილით შეფასების აუცილებლობას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *