Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როგორ იქცა ფუგუ მეთევზეების დაუძინებელ მტრად 

როგორ იქცა ფუგუ მეთევზეების დაუძინებელ მტრად 

ხმელთაშუა ზღვაში თევზის კონკრეტული სახეობის, ფუგუს სწრაფი გავრცელება სულ უფრო დიდ ზიანს აყენებს როგორც ზღვის ეკოსისტემას, ასევე მეთევზეობის სექტორს. აღნიშნულ პრობლემას სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა სააგენტო AFP-მ, რომელმაც კრეტაზე ადგილობრივი მეთევზეების მდგომარეობა შეისწავლა.

მეთევზეების თქმით, ფუგუ ხშირად ჭამს ბადეებში მოხვედრილ თევზს, აზიანებს სათევზაო აღჭურვილობას და ამცირებს ნადავლს. შედეგად, მათ ყოველწლიურად საშუალოდ დაახლოებით 8 500 ევროს ოდენობის ზარალი ადგებათ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხმელთაშუა ზღვის წყლის ტემპერატურის მატებამ ამ სახეობის გამრავლებას შეუწყო ხელი. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ე.წ ლაღოკეფალები საბერძნეთის წყლებში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ სახეობად იქცნენ.

განსაკუთრებით საშიშია ტოქსინი, რომელსაც თევზი შეიცავს. ადამიანის მიერ მისი მოხმარება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. მეთევზეების თქმით, ფუგუს შინაური ცხოველებიც კი ერიდებიან. კატები მათ არ ეკარებიან, რაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი ინსტინქტით აიხსნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *