Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

მალევიზი: რა გახდა 43 წლის ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი

მალევიზი: რა გახდა 43 წლის ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზი

მალევიზის მუნიციპალიტეტში ტირის მოედანზე 43 წლის ქალის გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

იკვლევენ მის მობილურ ტელეფონს, რათა პირადი ინფორმაციის გამოყენების შედეგად დაადგინონ თვითმკვლელობამდე მისვლის მიზეზი. სამართალდამცავმა ორგანოებმა მკვლელობის დღეს დაწესებულების პრეზიდენტი და ტრენერი დააკავეს. დაკავებულები პროკურორმა გამომძიეველმა და მალევე გაათავისუფლა. დაკითხვის პარალელურად სპეც.სამსახურმა გადაამოწმა იყო თუ არა დაცული ყველა საჭირო პროცედურა დროებით სპორტული ხასიათით იარაღის გამოყენების ნებართვის გაცემისთვის.

განსაკუთრებით ყურადღებით მოწმოდება ქალის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელსაც ნებართვის გაცემამდე აწერენ მონაწილეობის მსურველები ხელს, რათა დადგინდეს თავად განაცხადა თუ არა თანხმობა იარაღის გამოყენებაზე გარდაცვლილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა ქალი კუნძულ კრეტაზე დასასვენებლად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტერიტორიის წარმომადგენლის განცხადებით, ქალი, წარმოშობით სალონიკიდან, იქ სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა და სროლაში მონაწილეობდა. მისი თქმით, გასროლის წინ ქალმა ინსტრუქტორს სთხოვა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაეხია, რადგან მისი სიახლოვე აღელვებდა. როგორც კი ინსტრუქტორი ჩამოშორდა, იარაღი საკუთარ თავს მიუშვირა და გაისროლა.

დაშავებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *