Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისამართალი

საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელები აირჩიეს

საბერძნეთის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელები აირჩიეს

საბერძნეთის მინისტრთა საბჭომ, იუსტიციის მინისტრის, ღიორღოს ფლორიდისის ხელმძღვანელობით უზენაესი სასამართლოს ახალი ხელმძღვანელები აირჩია.

სასამართლოს პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით 62 წლის პანაიოტის ლიბეროპულოსი დაინიშნა, ხოლო მთავარი პროკურორის თანამდებობას მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევანგელოს ბაკელასი დაიკავებს.

პანაიოტის ლიბეროპულოსი სასამართლო სისტემაში 1993 წლიდან მუშაობს. იგი 2023 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა, 2025 წელს კი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. მას ასევე აქვს სამართლის, პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით აკადემიური განათლება და მრავალწლიანი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება.

ევანგელოს ბაკელასი პროკურატურაში 1991 წლიდან მსახურობს, ხოლო 2024 წელს არეოს პაგოსის პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. იგი ცნობილია მაღალი პროფესიული რეპუტაციით, ასწავლის მოსამართლეთა ეროვნულ სკოლაში და აქტიურად მონაწილეობდა როგორც საკანონმდებლო, ისე სამეცნიერო საქმიანობაში.

ორივე კანდიდატი წინასწარი შერჩევის ეტაპზე ყველაზე მეტი მხარდაჭერით გამოირჩეოდა როგორც კოლეგების ფარული კენჭისყრის, ასევე პარლამენტის პრეზიდენტთა კონფერენციის შეფასების შედეგად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *